კინო

რიდლი სკოტი ,,გლადიატორის” მეორე ნაწილის გადაღებებს იწყებს

ბრიტანელი რეჟისორი და პროდიუსერი რიდლი სკოტი ,,გლადიატორის” მეორე ნაწილის გადაღებას აპირებს, -ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გავრცელებული ინფორმაციით პროექტი ჯერჯერობით წარმოების საწყის სტადიაზეა. ცნობილია ის, რომ ფილმის გამომშვები Paramount Pictures-ი იქნება.

,,გლადიატორის” მეორე ნაწილი ლუციას ისტორიას მოგვიყვება, რომელიც მაქსიმუსმა (რასელ ქროუ) ფილმის პირველ ნაწილში გადაარჩინა.

როგორც ჩანს, სკოტი კინორეჟისურას უბრუნდება, ფილმის სცენარისტი კი პიტერ კრეიგი იქნება. მანამდე პიტერ კრეიგი ,,შიმშილის თამაშების” ორ ნაწილზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი