ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

The Beatles-ის ცნობილი სიმღერის ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის ცნობილი სიმღერის, Glass Onion-ის ახალი კლიპი გამოვიდა.  Glass Onion-ი ერთ-ერთი სიმღერაა 50 წლის წინ ჩაწერილი The White Album-დან.

კლიპში იხილავთ ჯგუფის წევრების იშვიათ ფოტოსურათებს, რომლებიც ანიმაციებით იცვლებიან. ფილმები და სკეტჩები ქმნიან ახალ პოსტერს, რომელიც ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, პოლ მაკარტნისა და არტ დირექტორ რიჩარდ ჰამილტონს ეკუთვნით.

 

კომენტარები

კომენტარი