ვიზუალური ხელოვნება

რა მოხდება თუ კლასიკური მხატვრობის პერსონაჟები მუსიკის ფესტივალებზე წავლენ?

მუსიკის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სასიამოვნო საჩუქარია, რომელიც ცივილიზაციამ გვისახსოვრა. მუსიკის ფესტივალზე ყველა მხიარულია, ყველა მღერის, ცეკვავს და ა.შ, – უნგრელი ფოტოგრაფი მარტონ ნემენიც სწორედ ასე ფიქრობს, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ერთხელ მას თავში გაუელვა მეინ სტეიჯთან მდგარმა მონა ლიზას პეიზაჟმა, რომლის ილუსტრაციაც მალევე შემოგვთავაზა.

მონა ლიზას ბევრი სხვა პერსონაჟი მოჰყვა და გაკეთდა ცოტა კომიკური და ძალიან საინტერესო პროექტი: “კლასიკური პერსონაჟები მუსიკის ფესტივალებზე”

“არტნიუსი” გთავაზობთ ილუსტრაციებს:

Michelangelo - Creation Of Adam (1505-12)

Eugène Delacroix - Liberty Leading The People (1830)

Grant Wood - American Gothic (1930)

John Riley - Bridget Holmes (1685)

Francesco Hayez - The Kiss (1859)

Fausto Zonaro - Young Girl Carrying A Pumpkin (1889)

Jean Auguste Dominique Ingres - Countess D'haussonville (1845)

კომენტარები

კომენტარი