ვიზუალური ხელოვნება

ინდოეთში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქანდაკება გაიხსნა

ინდოეთში, გუჯარათის შტატში, ეროვნული გმირის ვალაბჰაი პატელის ძეგლი გაიხსნა, რომელიც სიმაღლით თითქმის ოთხჯერ აღემატება თავისუფლების ქანდაკებას.

182 მეტრიანი ქანდაკების შექმნას 430 მილიონი დოლარი დასჭირდა. მისი ოფიციალური სახელწოდებაა ,,ერთიანობის ძეგლი”.

ქანდაკების შექმნისთვის საჭირო 24 ათასი ტონა ლითონი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეგროვდა.

,,ძეგლის სიმაღლემ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა შეახსენოს ის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ისეთივე დიდებული, როგორიც ეს ქანდაკება” – განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ,,ერთიანობის ძეგლის” გახსნის ცერემონიაზე.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი