ვიზუალური ხელოვნება კინო

Forbes-მა 2018 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმები დაასახელა

ჟურნალ Forbes-მა 2018 წლის საუკეთესო საშინელებათა ფილმების სია გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი რეჟისორ არი ასტერის სადებიუტო ფილმმა ,,რეინკარნაცია” დაიკავა. ფილმი მხატვარ ენი გრეჰემზეა, რომელსაც დედის გარდაცვალების შემდეგ უცნაური ამბები ატყდება თავს. ყოველ დღე ახალ საშინელ საიდუმლოს ეხდება ფარდა გრეჰემის ოჯახში.

მეორე ადგილზეა ჯონ კრასინსკის ფილმი ,,ჩუმი ადგილი”. ფილმის მოქმედება ვითარდება პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, რომელშიც პლანეტა სავსეა მონსტრებით.

ჟურნალმა საუკეთესო საშინელებათა ფილმებს შორის ბუტს რაილის ფილმი ,,ბოდიში შეწუხებისთვის”, დევიდ გორდონ გრინის ,,ჰელოუინი” და ალექს გარლენდის სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებათა ფილმი ,,ანიჰილაცია” დაასახელა, რომელიც დაფუძნებულია ჯეფ ვანდერმეერის ტრილოგიის პირველ წიგნზე.

 

კომენტარები

კომენტარი