ვიდეოები სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ტრანსგენდერთა კონკურსზე კესარია აბრამიძის საიმიჯო ვიდეორგოლი გამოქვეყნდა (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, კესარია აბრამიძე ტრანსგენდერთა საერთაშორისო კონკურსში “მის ტრანს ვარსკვლავი 2018” მონაწილეობს.

კონკურსის ფარგლებში, კესარია აბრამიძის საიმიჯო ვიდეორგოლი უკვე გამოქვეყნდა.

ქართველი ტრანსგენდერი კონკურსზე ქართული ნაციონალური სამოსის ჩაცმას აპირებს. მან რამდენიმე ნაციონალური კაბა და ჩიხტიკოპიც მოირგო.

კესარიას პოსტის კომენტარებიდან ირკვევა, რომ კონკურსისთვის არჩეულ კაბას ის ფეისბუქზე არ გამოაქვეყნებს და მას მაყურებლები მხოლოდ შოუში ნახავენ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სანახაობა ბარსელონაში, 2–3 ნოემბერს გაიმართება, სადაც გამარჯვებულები გვირგვინსა და ფულად პრიზს მიიღებენ.

“ჩვენ ვაძლევთ ტრანსგენდერი გოგოებს შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება.’ – წერია ფესტივალის აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალი პირველად 2010 წელს, ბარსელონაში გაიმართა. კონკურსის მიზანია აჩვენოს ტრანსგენდერების სილამაზის მრავალფეროვნება მსოფლიოს.

“საღამო მშვიდობის, პირველად მჭირდება თქვენი დახმარება, მეგობრებო. ამ ფოტოს სჭირდება ბევრი მოწონება და მხარდაჭერა თქვენი, შევიდეთ ამ გვერდზე და რაც შეილება მეტი მოწონება, იმისთვის, რომ გაიმარჯვოს საქართველომ და მე. მადლობა წინასწარ” – წერს კესარია საკუთარ სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი