ვიზუალური ხელოვნება

ალბერტინას მუზეუმი დამთვალიერებელს ჰელოუინის დღესასწაულს ფიროსმანის ნახატით ულოცავს

ალბერტინას მუზეუმი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნიკო ფიროსმანის 1914 წელს შესრულებულ ნამუშევარს, „დათვი მთვარიან ღამეში“ გამოაქვეყნეს წარწერით: „ცოტა საშიში და ბნელი, არაჩვეულებრივი და ზუსტი ჰელოუინისთვის“.

“გილოცავთ ჰელოუინს!

ნიკო ფიროსმანის გამოფენა საუკეთესო ადგილია, სადაც წვეულების დაწყებამდე შეგიძლიათ მოხვიდეთ. აქ ბნელა და ცოტა საშიშია. შეგიძლიათ, თქვენი კოსტიუმებით გამოცხადდეთ”, – წერია მუზეუმის პოსტში.

მუზეუმი ხელოვნების მოყვარულებს მოუწოდებს, ნიკო ფიროსმანის გამოფენა ჰელოუინის დღესასწაულის დადგომამდე დაათვალიერონ.

ვენაში, ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენა, მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნება. ალბერტინას მუზეუმში ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ალბერტინას მუზეუმი და “Infinitart Foundation Vienna”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის 29 ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ასევე, 1972 წელს, პარიზში, ილია ზდანევიჩის მიერ ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914“. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“.

 

კომენტარები

კომენტარი