ვიზუალური ხელოვნება

Khidi გერმანელი ფოტოგრაგის – SVEN MARQUARDT – გამოფენას უმასპინძლებს

შაბათს, 3 ნოემბერს, 19:00 საათზე თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გაიმართება შეხვედრა გერმანელ ფოტოგრაფ SVEN MARQUARDT – თან.

შეხვედრების სერიას ატარებს KHIDI, სახელწოდებით – KHIDI 中 ARTIST TALK.

„უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე Sven Marquart-მა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფოტოგრაფიაში მუშაობის გამორჩეული სტილის გამო – ის ძირითადად მეგობრების და კომპანიონების წინასწარ დადგმულ შავ-თეთრ პორტრეტებს იღებს ფირზე. ავტორის მიერ წარმოდგენილი ფოტო კომპოზიციები ინტენსიურია. ფირის კამერისა და დღის შუქის მკვეთრი გამოყენება Marquardt-ის დადგმული ფოტო ნამუშევრების განუყოფელი ნაწილია, სადაც ნახევრად შიშველი სუბიექტები ერთიანდებიან ერთგვარ სიმბოლურ თამაშში, სიმბოლური პოზებითა და აქსესუარებით. Sven Marquardt-ის ქარიზმატული პორტრეტები ძირითადად მათზეა, ვინც მჭიდრო კავშირშია ბერლინის ღამის ცხოვრებასთან.“

კომენტარები

კომენტარი