არქიტექტურა, არქეოლოგია

სომხური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის შეჩერების საკითხი სასამართლოში განიხილება

თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე სურბ ნშანის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხეს უქმნის.  ეკლესიის საფლავის ქვები ამოღებული და გადაადგილებულია. ამის შესახებ Aliq.ge წერს.

მშენებლობის შეჩერების მიზნით სარჩელი სასამართლოშია შეტანილი და უახლოეს დღეებში სხდომაც ჩატარდება.

კულტურული ძეგლის მიმდებარედ მშენებლობასთან დაკავშირებით სომეხთა ეპარქიამ მერიას უკვე მიმართა.  მუნიციპალიტეტის შესაბამის უწყებაში აცხადებენ, რომ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მხოლოდ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განახლებაა დაგეგმილი და ეკლესიას საფრთხე არ შეექმნება.

წმინდა ნშანის ეკლესიას (წმინდა ნიკოღაიოს) ისტორიული ძეგლის სტატუსი 2007 წელს მიენიჭა.

 

კომენტარები

კომენტარი