არქიტექტურა, არქეოლოგია საშემსრულებლო ხელოვნება

ბერლინის აეროპორტი ტექნო ივენთების ახალ ლოკაციად გადაიქცევა

იმის მიუხედავად, რომ გერმანიაში ხშირია ფრენასთან დაკავშირებული პრობლემები, Berlin Tegel-ის აეროპორტი მალე დაიხურება. მის მაგივრად ფუნქციონირებას Berlin Brandenburg დაიწყებს. Tegel-ში კი დიდი მუსიკალური სივრცე გაკეთდება, რომელიც ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებს უმასპინძლებს.

გამოცემა “Der Tagesspiegel”-ის განცხადებით, გერმანიის საკლუბო კომისია (ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს და იცავს ბერლინური კლუბების ინტერესებს) აპირებს აეროპორტის სივრცე საფესტივალო ლოკაციად აქციოს და, ასევე, შექმნას საკლუბო კომპლექსები.

გამოცემის თქმით, ექსპერტებმა უკვე დაიწყეს სივრცის შემოწმება იმის დასადგენად – შეესაბამება თუ არა ის ამგვარ ამბიციურ პროექტს. როგორც ცნობილია, პასუხი ჯერ-ჯერობით დადებითია. საკონტროლო კოშკი და ძრავის შესამოწმებელი გარაჟი ზემოთხსენებული პროექტისთვის თითქმის საუკეთესო ვარიანტებია.

კომენტარები

კომენტარი