სტილი, დიზაინი

ბერძენი დიზაინერი ყოველდღიური საგნების გამოუსადეგარ ვარიაციებს ქმნის

ათენელი დიზაინერი კატერინა კამპრანის უახლესი ნამუშევრები მნახველს სტრესს ჰგვრის. მან ახალი კოლექცია, სახელად “არაკომფორტული” წარადგინა, რომელშიც შესულია ყოველდღიური მოხმარების საგნების გამოუსადეგარი და დამთრგუნველი ვარიაციები.

კატერინას სურს მნახველი ყოველდღიური საგნების პრაქტიკული მნიშვნელობის მიღმა გაახედოს და მოუწოდოს მათ დააფასონ უმარტივესი ნივთებიც კი, რომლებიც დღემუდამ უყურადღებოდ რჩება. მაგალითად, ღვინის ჭიქა, რომლიდანაც თითქმის შეუძლებელია დალევა, თავის მხრივ, ტრაგი-კომიკურ ნამუშევარს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი