არქიტექტურა, არქეოლოგია

თურქეთში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი იხსნება

ხვალ, 2018 წლის 9 ოქტომბერს სტამბოლის ახალი მეგა აეროპორტი გაიხსნება, რომელიც გახსნისთანავე ყველაზე დიდი საავიაციო დანიშნულების სივრცე იქნება მსოფლიოში.

გრანდიოზული აეროპორტის გახსნა, პრეზიდენტ ერდოღანის სურვილით, თურქეთის რესპუბლიკის დღეს დაამთხვიეს.

გახსნამდე ერთი დღით ადრე აეროპორტი თითქმის ცარიელია.

აეროპორტის ფუნქციონირების საწყის ფაზაში, რომელიც 2023 წლამდეა გაწერილი, იგეგმება 90 მილიონი მგზავრის გამასპინძლება.

საწყისი ფაზის დასრულებისთანავე კი, აეროპორტი შეძლებს 150 მილიონი სტუმრის მომსახურებას ყოველწლიურად.

ზოგიერთი გამოცემის თანახმადc აეროპორტს ერდოღანის სახელი მიენიჭება.

ჯერჯერობით აეროპორტი ვერ ახერხებს რეგულარული ფრენების მიღებას, ამიტომ მომდევნო ორი თვის განმავლობაში ათათურქისა და საბიას აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი