საშემსრულებლო ხელოვნება

ოპერის თეატრში “აბესალომ და ეთერი” შესრულდება

19 ივლისს, 19:00 საათზე ოპერის თეატრში “აბესალომ და ეთერის” დადგმით 165-ე სეზონი დაიხურება. საოპერო სპექტაკლი გიზო ჟორდანიას ხსოვნას მიეძღვნება.

ზაქარია ფალიაშვილმა “აბესალომ და ეთერზე” მუშაობა 1910 წელს დაიწყო. ხალხური თქმულების, “ეთერიანის” სიუჟეტზე ნაწარმოების შექმნის იდეა, კომპოზიტორს ცნობილმა პედაგოგმა და ლიტერატორმა პეტრე მირიანაშვილმა მიაწოდა, რომელსაც  “აბესალომ და ეთერის” შექმნაში დიდი დამსახურება მიუძღვის.

აღნიშნული ოპერის საერთო კონცეფციაში ძირითადი თემა – სიყვარული, წარმოსახულია როგორც დიადი, უძლეველი ძალა, რომელიც გადალახავს არა მარტო სოციალურ უთანასწორობას, არამედ თვით სიკვდილსაც. სიყვარულისა და სიკვდილის ამაღლებული პოემა ფალიაშვილმა მუსიკალური ტრაგედიის მონუმენტურ ფორმებში გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი