ვიდეოები სტილი, დიზაინი შემოქმედებითი ინდუსტრიები

Miss Grand International-ის გამარჯვებულმა ემოციებისგან გონება დაკარგა (ვიდეო)

Miss Grand International-ის გამარჯვებული გოგონა სცენაზე დაეცა, როცა წამყვანმა მისი სახელი და გვარი გამოაცხადა.

კადრებში ჩანს, რომ საღამოს კაბებში ჩაცმული ორი გოგონა ერთმანეთის პირისპირ დგას და ელოდება როდის გამოცხადდება გამარჯვებულის სახელი. კლარა სოსა, საკუთარი სახელის მოსმენის შემდეგ, ემოციებისა და სიხარულისგან გონებას კარგავს და პირდაპირ სცენაზე ეცემა.

გამარჯვებული მალევე მოვიდა გონს და დაჯილდოების ცერემონიაც გაგრძელდა.

შეგახსენებთ, რომ Miss Grand International-ი სილამაზის საერთაშორისო კონკურსია და წელს, მიანმაში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი