კულტურა სტილი, დიზაინი

ზურაბ ჯაფარიძე დამკვირვებლებთან შეხვედრაზე ანტისაოკუპაციო წარწერის მქონე პიჯაკით მივიდა

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე პიჯაკით მივიდა, რომელსაც აწერია, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

“იმედინიუსის” ცნობით, ჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტობის შემთხვევაში, უცხოელებთან შეხვედრებზე მხოლოდ ამ პიჯაკით ივლის.

 

პრეზიდენტობის კანდიდატები დღეს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ხვდებიან, რომლებიც 28 ოქტომბრის ხმის მიცემის პროცედურას გაუწევენ მონიტორინგს.

საერთაშორისო დელეგაციებთან კანდიდატების ინდივიდუალური შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი