კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

ვაჟა აზარაშვილი: “სალომე ზურაბიშვილმა რუსის ჯარი საქართველოდან გაიყვანა”

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ვიდეორგოლში ხსნიან თუ რატომ აძლევენ არჩევნებზე ზურაბიშვილს ხმას.

მხარდამჭერთა რიგებში უამრავი ხელოვანია, მათ შორის, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი.

ვაჟა აზარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მაშინ, როდესაც დაძაბული სიტუაცია იყო, რუსის ჯარი საქართველოდან გაიყვანა.

“ყოველთვის გამოირჩეოდა, როგორც მაღალი რანგის პროფესიონალი.  ახლაც იმედი მაქვს, რომ სასიკეთო ამბებს გააკეთებს თავისი ქვეყნისათვის, საქართველოსათვის” – განაცხადა კომპოზიტორმა.

ამჟამად, იგი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. 1998-2007 წლებში კი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.

შეგახსენებთ, რომ მხარდამჭერი ვიდეო პოეტმა, ლია სტურუამაც ჩაწერა, რომლის თქმითაც, იგი კულტურული ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატს აძლევს ხმას.

 

კომენტარები

კომენტარი