ბლოგი კინო

გასპარ ნოეს ახალი ფილმის “Climax” მიმოხილვა

რეჟისორ გასპარ ნოეს ახალი ფილმის ,,კლიმაქსი” პრემიერა თბილისში უკვე შედგა.

ფილმი მოგვითხრობს ჰიპ-ჰოპ მოცეკვავეების დასისა და მისი ლიდერის შესახებ, რომლებიც ღამე ცეკვის შემდეგ დიდ ქაოსში აღმოჩნდებიან. ისინი იღებენ ნარკოტიკულ ნივთიერებას LSD-ს და ფილმში იწყება სრული ანაქრია.

 

,,კლიმაქსში” გასპარ ნოე აქცენტირებს კოლექტიური ფსიქოდელიის კრიზისზე, ძალადობასა და სხვადასხვა სახის დანაშაულზე.

,,მინდოდა გადამეღო ფილმი, რომელიც არა ცალკეული პერსონაჟების, არამედ ადამიანთა ჯგუფის ისტორიას მოგვიყვებოდა. საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა მსახიობთა წარმომავლობას, კანის ფერსა და წარსულს. ჩემთვის მთავარი იყო, რომ ჩემი გმირები ყოფილიყვნენ კარგი მოცეკვავეები, საუკეთესოები თავიანთ საქმეში, რადგან ფილმის მთავარი ენა ცეკვაა”

«Экстаз» Гаспара Ноэ: чего ждать от нового фильма шокирующего режиссера (фото 2)

რეჟისორის თქმით, ფილმი არა ნარკოტიკებზე, არამედ ,,კომფორტის ზონიდან” გამოსვლის დროს, სტრესულ სიტუაციაში კონტროლის დაკარგვაზეა.

,,ადამიანის ყველაზე საშინელი ტრანსფორმაცია, რაც კი ოდესმე მინახავს, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ხდება. შეიძლება ეს ადამიანი ანგელოზი იყოს, რომელსაც ალკოჰოლი მონსტრად აქცევს” – განაცხადა რეჟისორმა.

«Экстаз» Гаспара Ноэ: чего ждать от нового фильма шокирующего режиссера (фото 4)

მოქმედება 90-იან წლებში მიმდინარეობს. ფილმში ძალიან ბევრი წითელია, გასპრ ნოეს საყვარელი კინოფერი. ბევრი წითელი – რეჟისორის ხელწერაა.

რაც შეეხება მუსიკას, გასპარ ნოეს ერთ-ერთ საყვარელ კომპოზიტორს ერიკ სატს, საუნდტრეკები, კი თანამედროვე შემსრულებლებს Dopplereffekt-ს, Soft Cell-ს, Aphex Twin-ს ეკუთვნით. 

,,კლიმაქსის” ვიზუალური რეფერენსი გახდა 1881 წლის საკულტო ფილმი ,,მე – კრისტინა”, ბერლინის არასრულწლოვან ნარკომანებზე. რეჟისორმა ეს ფილმი ნათელი ადგილებისა და მთავარი გმირების სტილური სამოსის გამო აირჩია. გასპარ ნოეს გადაწყვეტილი ჰქონდა, თავის ფილმში გმირებს უარი ეთქვათ ახალ ტანსაცმელზე, რათა ყველაფერი უფრო ავთენტური და ნამდვილი ყოფილიყო.

«Экстаз» Гаспара Ноэ: чего ждать от нового фильма шокирующего режиссера (фото 3)

ფილმის მთელი სცენები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით გადაიღეს, რადგან გასპარ ნოემ მხოლოდ ის იცოდა, როგორ უნდა განვითარებულიყო სიუჟეტი, სხვა დანარჩენი გადასაღებ მოედანზე გადაწყდა, სხვა დანარჩენი უბრალოდ იმპროვიზაციაა.

საინტერესოა, რომ ფილმში ერთადერთი მსახიობი, სოფია ბოუტელა მონაწილეობს. დანარჩენები უბრალო მოცეკვავეები არიან ფრანგული ბარებიდან და სცენებიდან.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი