ვიდეოები

სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები პუტინის სახით – ლუკა იმედაშვილის ვიდეო

ფეისბუქ მომხმარებელი, ლუკა იმედაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს.

დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ვიდეორგოლში, ე.წ. “48”, რომელმაც დიდი გამოხმაურება ჰპოვა საზოგადოების მხრიდან, პერსონაჟების სახეები ჩანაცვლებულია რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის სახით.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი მკაფიოდ პრორუსული კანდიდატია. სწორედ ამის წარმოჩენას ცდილობს იგი ვიდეოთი.

“ჩემს მიერ დანახული დღევანდელობა! და არა მარტო ჩემს მიერ!
ნუ გავყიდით ქვეყანას! პუტინის სახით მოსაუბრეებო, გრცხვენოდეთ!

რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი მტერია!” – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლუკა იმედაშვილი.

კომენტარები

კომენტარი