ვიზუალური ხელოვნება კინო

არტისტმა ცნობილი მულტფილმების გმირები შავკანიანებად გადააქცია

ეს ტაირონ ჰენდი გახლავთ, ფილადელფიელი მხატვარი-ანიმატორი.

მან თავისი საყვარელი მულტიპლიკაციური ფილმების გმირები შავკანიანები გახადა.

ტაირონმა 2 წლის წინ დაიწყო თავისი ნამუშევრების ინსტაგრამზე გამოქვეყნება, რის შემდეგაც 19 000 ადამიანზე მეტს უკვე უყვარს მისი შემოქმედება.

“მულტფილმებში შავკანიანი გმირები ძირითადად სტერეოტიპულები იყვნენ, ისინი თეთრკანიანი გმირების მეგობრებს თამაშობდნენ”

“შავკანიან ბავშვებს სჭირდებათ, რომ მეტი წარმომადგენელი ნახონ მედიაში”

ჰენდის სურს, რომ მომავალი თაობების შავკანიან არტისტებს შთაგონების წყარო მისცეს თავისი შრომით.

“ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს საკუთარი ანიმატორული სტუდია მექნება. მინდა მეტი კომიქსი და ანიმაცია შევქმნა შავკანიანი მთავარი გმირების მონაწილეობით”

ჰენდის საკუთარი კომიქსი უკვე აქვს, სახელად “Apple Dapple Tactics”.

თუმცა, ყველამ როდი მიიღო ჰენდის მესიჯი. ზოგიერთი ფიქრობს, რომ არტისტი რასიზმს აქეზებს.

დანარჩენები კი დადებითად აფასებენ მის შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი