შემოქმედებითი ინდუსტრიები

Black Sea Arena-ზე Gipsy Kings-ის კონცერტი გაიმართება

18 აგვისტოს Black Sea Arena-ზე Gipsy Kings-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში დაიგეგმა. პროექტის წარმომადგენლები  აცხადებენ, რომ  ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად  Check in Georgia-ც  აქტიურ ფაზაში შედის.

ივლისსა და აგვისტოში Black Sea Arena-ზე  დაგეგმილი ღონისძიებების გეგმა შემდეგნაირია:

 

23 ივლისი – ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა;

1 აგვისტო –  ერისიონი;

5 აგვისტო – ქართული ხმები- 30 წელი სცენაზე;

9 აგვისტო- ირმა ნიორაძე- მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;

15 აგვისტო- ირაკლი ჩარკვიანი;

18 აგვისტო- ჯიპსი კინგი;

21 აგვისტო – ნინო ქათამაძე;

2 სექტემბერი- ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო;

გარდა ამისა, Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე გაიხსნა Gem fest. ფესტივალი 33 დღის განმავლობაში, 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე გაგრძელდება და 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები. საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24/7-ზე იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3 000-ზე მეტი ივენთი და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველო წელს პირველად მასპინძლობს საბავშვო ევროვიზიას, რომელიც ნოემბერში გაიმართება. პროექტის წარმომადგენლების შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ცნობადობის ასამაღლებლად, პოპულარიზაციისა და ტურისტული პოტენციალის გასაზრდელად. საბავშვო ევროფესტივალი მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაში გადაიცემა და მას თვალყურს დაახლოებით 20 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებს.

 

კომენტარები

კომენტარი