სტილი, დიზაინი

დემნა გვასალია “მოდის დაჯილდოება 2018”-ის ნომინანტებს შორის მოხვდა

2018 წლის მოდის დაჯილდოვების ნომინატები ცნობილი გახდა.

The Fashion Awards 2018-ის ნომინანტებს შორის ნომინაციაზე წლის საუკეთესო აქსესუარი დემნა გვასალიაც მოხვდა.
ამავე ნომინაციაზე წარდგენილები არიან: Gucci-ს მოდის სახლიდან ალესანდრო მიკელე, Loewe-დან ჯონათან ანდერსონი,  Dior-დან მარია გრაცია ჩიური და Prada-დან მიუჩა პრადა.

დაჯილდოვება “სვაროვსკის” პარტნიორობით 10 დეკემბერს გაიმართება ლონდონის სამეფო ალბერტ ჰოლში. “თითოეული მათგანი ცნობილია თავიანთი კრეატიული შემოქმედებით და ინოვაციებით” – განუცხადა BFC ის ხელმძღვანელმა სტეფანი ფეარმა პრესას.

კომენტარები

კომენტარი