არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

National Geographic საქართველოზე სტატიას აქვეყნებს: “11 ადგილი, რომელიც საქართველოში უნდა მოინახულოთ”

“ზღვისპირეთით, მთებით, ტბებით, ისტორიული ამბებითა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით მდიდარ საქართველოში 11 ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ” – წერს National Geographic.

გთავაზობთ გამომცემლობის მიერ შედგენილ სიას:

კაცხის სვეტი

“8-9 საუკუნეებში აგებული ეს მონუმენტი, რომელიც 40 მეტრის სიმაღლის ბუნებრივ სვეტზე მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესო სანახაობაა საქართველოში”

მცხეთის ისტორიული მონუმენტები

“ეს მისტიური ქალაქი საქართველოს სულიერების ფუძეა. ყოფილი დედაქალაქი თბილისთან ძალიან ახლოს მდებარეობს და მისი ცენტრი გახლავთ იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. აქ მდებარეობს სვეტიცხოველი, სიდიდით მეორე ეკლესია საქართველოში, რომელიც მეოთხე საუკუნეში აშენდა”

ხედი ჯვრის მონასტრიდან

“ჯვარის მონასტერი თავადვე დიდი მნიშვნელობის ძეგლია, თუმცა ხედი, რომელიც ამ ადგილიდან მოჩანს საოცარია”

ვარძია

“ეს საოცარი ადგილი გახლავთ გამოქვაბულში მდებარე სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 12 საუკუნით თარიღდება. 19 გამოქვაბული გადაჭიმულია 500 მეტრის სიგრძის კლდეზე”

უფლისციხე

“ერთ-ერთი უძველესი ძეგლი საქართველოში. ეს გახლავთ ანტიკური, კლდეში ნაშენები ქალაქი, საქართველოს აღმოსავლეთ მხარეში”

უძირო ტბა

“ერთ-ერთი საუკეთესო ხედი საქართველოში. ეს საოცარი ტბა საქართველოს მთიან რეგიონში, რაჭაში მდებარეობს. მასთან მისასვლელად ორი დღეა საჭირო და მხოლოდ ზაფხულობითაა შესაძლებელი მისი მონახულება”

ანანურის ციხე

“ანანური საბრძოლო ლოკაცია გახლდათ, მისი მდებარეობის გამო. ამ კომპლექსსაც უამრავი ომი უნახავს. ის მეცამეტე საუკუნეში აშენდა და მეცხრამეტე საუკუნემდე ფუნქციონირებდა”

ფალიაშვილის ოპერის სახლი

“თბილისს ბევრი მიზეზით უნდა ესტუმროთ. მათგან ერთ-ერთი 1851 წელს აშენებული ოპერის სახ არქიტექტურაა”

გადაჭრილი გორა

“ნეოლითური სოფელი, რომელშიც, მეცნიერების თქმით, პირველად მომზადდა ღვინო, 8000 წლის წინ”

გეორგიევსკის მონუმენტი

“სტეფანწმინდაში მდებარე ძეგლი, რომელიც 1983 წელს აშენდა იმის აღსანიშნად, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის გეორგიევსკის ტრაქტატი დაიდო”

ჭიათურის საბაგიროები

“1800-იანებEი ჭიათურა მარგანეცის მოსაპოვებელ ლოკაციად გადაიქცა. მუშებს მოპოვებული წიაღისეული სწორედ ამ საბაგიროებით გადაჰქონდათ”

კომენტარები

კომენტარი