არქიტექტურა, არქეოლოგია

როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი?

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი გახსნა.

ხიდი ჰონგ-კონგსა და მაკაო-ჟუჰაის აკავშირებს ერთმანეთთან და მისი ძირითადი ნაწილის სიგრძე 30 კილომეტრს აღწევს.

ხიდის კონსტრუქციის ფუნქციონირება 120 წელზეა გათვლილი და მას მიწისძვრებისა და ტაიფუნების გაძლება თავისუფლად შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ხიდის ნაწილი, რომელიც 6.7კილომეტრს უტოლდება, წყალქვეშა გვირაბს წარმოადგენს.

ხიდის შესაქმნელად ხელოვნური კუნძულების წარმოშობა გახდა საჭირო და მის აგებაზე, დაახლოებით, 20 მილიარდი დოლარი დაიხარჯა.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის მშენებლობა 9 წელი მიმდინარეობდა.

agora.ge

 

კომენტარები

კომენტარი