არქიტექტურა, არქეოლოგია

შავი ზღვის ფსკერზე 2,400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს

THEGUARDIAN-ის თანახმად, არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე, ბულგარეთის სანაპიროსთან ახლოს, 2400 წლის წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს.

23-მეტრიანი (75 ფტ) ხომალდი, რომელსაც წყლის ზედაპირამდე 1.6 კმ აშორებს, სავარაუდოდ, ძველ ბერძნებს ეკუთვნოდათ. მეცნიერების აზრით, გემი ჟანგსა და დაზიანებას ჟანგბადის არარსებობის გამო გადაურჩა.

“კლასიკური სამყაროდან შემორჩენილ გემი, რომელიც დაახლოებით 2 კილომეტრით შორსაა წყლის ზედაპირისგან, არის ის, რასაც ვერასდროს დავიჯერებდი, რომ ვნახავდი”, – ამბობს პროფესორი ჯონ ადამსი, შავი ზღვის წყალქვეშა არქეოლოგიური პროექტის მთავარი მკვლევარი, – “ეს გემთმშენებლობისა და მეზღვაურობის შესახებ ჩვენს წარმოდგენას შეცვლის”.

Guardian–ის თანახმად, აღმოჩენილი ხომალდის სტრუქტურა ძალიან ჰგავს ძველ ბერძნულ ლარნაკებზე გამოსახულ გემებს.

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფსკერზე სამწლიანი პროექტის ფარგლებში წყალქვეშა არქეოლოგებმა სულ 60-ზე მეტი ჩაძირული გემი იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი