სტილი, დიზაინი

თბილისის მოდის კვირეული დასრულდა

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენებით დაიხურა.

დიზაინერმა კოლექცია ბუნების დაცვის პოპულარიზაციას მიუძღვნა და ქსოვილების ფერებიც თავისი ინსპირაციის წყაროს, ბუნებისა და ეკოლოგიის მიხედვით შეარჩია. ქეთი ჩხიკვაძის კოლექციაში ძირითად ნათელ ფერებთან ერთად წითელი და შავი ფერის ორმოცამდე ლუქი იყო წარმოდგენილი.

თბილისის მოდის კვირეულის მე-18 სეზონი ქართული კულტურის ლეგენდის, ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიებით Style Icon-ით გაიხსნა. ოთხდღიანი პროგრამა ოცამდე ღონისძიებას, როგორც ქართველი, ისე უცხოელი დიზაინერების ჩვენებებს მოიცავდა.

თბილისის მოდის კვირეულზე შედგა ახალბედა დიზაინერების კონკურსის გამარჯვებულის, თათია კორსავას კოლექციის დებიუტიც. მისი ნამუშევრები სრულადაა წარმოდგენილი NOWFASHION-ზე.

ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, წლევანდელ სეზონზე სტუმრებისთვის ტრადიციული, ქაღალდის მოსაწვევები არ დაიბეჭდა და მათ ღონისძიებაზე დასწრება ელექტრონული ფოსტის საშუალებით შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი