სტილი, დიზაინი

კომპანია Car-Freshner ბალენსიაგას მათი დიზაინის უნებართვოდ გამოყენებას ედავება

ამერიკული კომპანია Car-Freshner მოდის სახლ Balenciaga-ს მათი დიზაინის მათთან შეთანხმების გარეშე გამოყენებას ედავება. ამ საქმეზე სასამართლოში სარჩელი უკვე შეტანილია.

კომპანიის თქმით, გასაღების საკიდი, რომელიც ბალენსიაგამ ცოტა ხნის წინ გამოუშვა, მისი პროდუქციის თითქმის სრული გამეორება იყო.

მოსარჩელეაცხადებს, რომ ამ ე.წ. ნაძვის ხის სავაჭრო ნიშანი მან 1952 წელს დაარეგისტრირა. და მის გამოყენებაზე Balenciaga-ს კომპანიისთვის არასდროს მიუმართავს.

შესაბამისად, ის ითხოვს, რომ ყოველი ბრელოკიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი მოდის სახლმა კომპანიას გადაურიცხოს.

შეგახსენებთ, ბალენსიაგას Keychain 275$ ღირს, ზემოთ ხსენებული ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული ჰაერის არომატიზატორები კი მხოლოდ 3$.

Balenciaga-ს განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი