არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

მზიურის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა იგეგმება

ფეისბუქ მომხმარებელი გიორგი მარგიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოებს, რომლებშიც ასახულია მზიურის ტერიტორია, სადაც ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებია დაწყებული.

შეგახსენებთ, ეს მზიურის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პირველი მცდელობა არაა, გასულ წელს შპს-მ “პიაცა მზიური” მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რომ მიეცათ უფლება, სასტუმრო და მრავალფუნქციური შენობა აეშენებინათ ბაღში.

არქიტექტურის სამსახურმა 2017 წლის 12 აპრილის განხილვის შემდეგ უარყოფითი შეფასება მისცა კომპანიის მიერ წარდგენილ დოკუმეტებს.

“ზოგადად, მიუღებელია ამ ადგილზე ყოველგვარი მშენებლობა… გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის დადებითი პოზიციის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების მოსაპოვებლად წინასაპროექტო კვლევის გაგრძელება”, – ეწერა მაშინდელი საბჭოს დასკვნაში.

მოსახლეობის უმეტესობა, ასევე, ფიქრობს, რომ დაუშვებელია მსგავს რეკრეაციულ ლოკაციებზე სასტუმროს ტიპის მშენებლობები.

როგორც აბრაზე ვკითხულობთ, ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მშენებლობის ნებართვის აღება ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ. ამ დროისთვის უცნობია, რა დასკვნას გამოიტანს მერია ზემოთხსენებულ საქმეზე.

No automatic alt text available.

Image may contain: sky, tree, plant and outdoor

კომენტარები

კომენტარი