ვიზუალური ხელოვნება

დღეს გალერეა „ვერნისაჟში“ ცირა ვახვახიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს, 16:00 საათზე, გალერეა „ვერნისაჟში“ ცირა ვახვახიშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი ახალგაზრდა მხატვრის ეგზოტიკურ და განსაკუთრებულად საინტერესო ნამუშევრების აღმოჩენას შეძლებს, რომელსაც უკვე არაერთი ხელოვნებათმცოდნე დიდი წარმატებას უწინასწარმეტყველებს. საქართველოში ეს მისი პირველი გამოფენაა.

მხატვრის ცნობით, გამოფენის სახელწოფებაა „ფერადი დუმილი“, სადაც წარმოდგენილი იქნება ოთხი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.

“ნამუშევრები შესრულებულია შერეული ტექნიკით – აკრილი, ფერადი ფანქრები, ტუში და სხვა. ყველა ნახატს აქვს თავისი პატარა გამონათქვამი, ცოტა ფსიქოლოგიური დატვირთვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი გამონათქვამებია, მაგრამ მთლიანობაში ყველა ერთიანდება” – აღნიშნავს მხატვარი.

 

კომენტარები

კომენტარი