საშემსრულებლო ხელოვნება

Black Sea Arena-ზე “სუხიშვილების” კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. ღონისძიება ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110-ე იუბილეს მიეძღვნა.

“სუხიშვილებმა” მაყურებელს განახლებული პროგრამა და ახალი ცეკვები წარუდგინეს.  შესრულდა სავიზიტო ბარათად ქცეული ცეკვებიც. ანსამბლი ამ კონცერტით მაყურებელს მომავალი წლის გაზაფხულამდე დაემშვიდობა.  “სუხიშვილების” კონცერტს ქართველი მაყურებლის გარდა უცხოელი ტურისტებიც ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი