არქიტექტურა, არქეოლოგია ვიზუალური ხელოვნება

,,ბუნება ლამაზია მაშინაც კი, როცა ყველაფერს ანადგურებს” – ფოტოგრაფი, რომელიც აფრიკის ,,ქალაქ-მოჩვენებას” იღებდა

სამხრეთ ნამიბიაში, ატლანტის ოკეანიდან სულ რაღაც ათ კილომეტრში, არსებობს ქალაქი კოლმანსკოპი, ადგილი, სადაც, XX საუკუნის დასაწყისში მოიპოვებდნენ და ამუშავებნდენ ალმასს. ალმასი გერმანელმა მაღაროელებმა, უდაბნოს უსიცოცხლო ქვიშაში შემთხვევით აღმოაჩინეს. ძალიან მალე ამ ადგილზე გაჩნდა ქალაქი, ულამაზესი სახლებით, სკოლებით, თეატრით, საავადმყოფოებითა და კაზინოთიც კი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, კოლმანსკოპი ადგილობრივებმა დატოვეს. როგორც ამბობენ, ქალაქის დაცლის მიზეზი ალმასის რესურსის ამოწურვაც გახდა.

ალმარო-სანჩეს მონტანესი ესპანელი ფოტოგრაფია, რომელმაც კოლმანსკოპის შესახებ ერთ-ერთი ჟურნალიდან გაიგო და მაშინვე გაემგზავრა ნამიბიაში, რათა საკუთარი თვალით ენახა აფრიკული ,,ქალაქი-მოჩვენება”.

,,მინდოდა მეჩვენებინა, რომ ბუნება ყოველთვის ჩვენზე ძლიერია. ბუნება ლამაზია მაშინაც კი, როცა ადამიანის ხელით შექმნილს ანადგურებს. მინდოდა შემექმნა საოცრებათა სერია, რომლის ნახვითაც ადამიანები წარმოიდგენდნენ, რომ ეხებიან რაღაც მიუწვდომელსა და იდუმალს თავიანთი ოცნებებიდან. იმედია გამომივიდა. მე ამ ფოტოებით ვამაყობ”.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი