არქიტექტურა, არქეოლოგია

როგორ გამოიყურება 90-იანი წლების Radisson Blu Iveria?

ყველსთვის ცნობილი Radisson Blu Iveria 1967 წელს აშენდა და მაშინვე საკმაოდ პოპულარული სასტუმრო გახდა, თბილისის ულამაზესი ხედებით.

90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლიდან მალე, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყო.

თბილისში უფრო და უფრო იზრდებოდა აფხაზეთიდან ლტოლვითა რიცხვი, იქ ჯერ კიდევ გრძელდებოდა სამხედრო შეტაკებები და საომარი მოქმედებები.

200 ათასამდე ლტოლვილის ბინით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი დიდი პრობლემა გახდა. თბილისის ბევრი შენობა, მათ შორის, სასტუმრო ,,ივერიაც” ლტოლვილების საცხოვრებელი გახდა, მომდევნო 10 წლის განმავლობაში.

90-იან წლებში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შედეგად, შენობა საგრძნობლად დაზიანდა, დაკარგა ფუნქციური მნიშვნელობა და გარეგნული იერსახე.

2003 წლის რევოლუციის შემდეგ, სასტუმროს აღდგენა გადაწყდა. 18-სართულიან შენობაში ახლა 248 ოთახია, რომელთაგან 12 უმაღლესი კლასის აპარტამენტია.

რედისონ ბლუ ივერია-ის სურათის შედეგი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი