არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

თაბუკაშვილის ქუჩის ერთ-ერთ სადარბაზოში მხატვრობის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს

თაბუკაშვილის ქუჩის 42 ნომერში, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი სახლის სადარბაზოს რეაბილიტაცია დაიწყო. სახლი XlX საუკუნის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. რეაიბლიტაციის პროცესში გამოვლინდა ადრეული მხატვრობის კომპოზიციები, რომლებიც თვითნებური ჩარევის შედეგად იყო დაზიანებული და დაფარული.

ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაობი დასრულებულია, იწყება კონსერვაციის ეტაპი, რაც გულისხმობს ფერწერული ფენების რესტავრაციას, შესაბამისი პირობების დაცვით.

სადარბაზოში პირვანდელი სახით აღდგება არა მხოლოდ მხატვრობის ნიმუშები, არამედ, მოზაიკური იატაკი, კარი და ლითონის მოაჯირები.

სამუშაოები თბილისის მერიის ინიციავიტით მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი