ვიდეოები კულტურა ლიტერატურა

„საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“- აქცია ფრანკფურტში

როგორც ვიცით, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, წარმოადგენს მთელ კულტურულ  რესურსს ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, ფერწერის, კინოს, ფოლკლორის, სამზარეულოსა და სხვა სახით.

გერმანიის დიდ საკონცერტო დარბაზებში, გალერეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ლიტერატურულ სალონებსა და ბიბლიოთეკებში წადრმოდგენილი კულტურული ღონისძიებების გარდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წელს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აქციაც გაიმართა, რომელიც ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მიერ მოეწყო.

აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, პოეტ ზურაბ რთველიაშვილს ვლადიმირ პუტინის ნიღაბი ეკეთა, დანარჩენებს კი მაისურები წარწერით: „საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია“, „საქართველოს მწერლები და გამომცემლები არასდროს შეეგუებიან რუსეთის ოკუპაციას“ .

 

კომენტარები

კომენტარი