კულტურა

CN Traveller თბილისზე სტატიას აქვეყნებს

“თბილისი: ევროპის ყველაზე ცნობისმოყვარე ქალაქი” – ასე ჰქვია სტატიას, რომელსაც CN Traveller აქვეყნებს თბილისის შესახებ.

სტატიის ავტორი თბილისის აუცილებლად სანახავ ადგილებს ურჩევს, რომლებიც, მისი თქმით, თბილისის ხიბლს შეაცნობინებენ მნახველს.

“თბილისის ჰიპსტერ-რევოლუცია რომ შეიცნოთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ მეგობარ სასტუმროებს სტამბასა და რუმსს (ორივე კოსტავას 14-ში მდებარეობს).” – წერს CN.

სტატია, ასევე, სთავაზობს ტურისტებს ადგილების სიას, რომლებშიც შემდეგი ქმედებების განხორციელება საუკეთესოდ შეუძლიათ: ცხოვრება (Rooms & Stamba Hotels), კვება (Pur Pur, Cafe Littera, Barbarestan, Keto and Kote და ა.შ.), შოპინგი (Chaos Concept Store და ა.შ.), ღამის გართობა (Cafe Gallery და ა.შ.)

და ბოლოს, “თბილისი, რომელიც მე მიყვარდა აღარასდროს იქნება თბილისი, რომელშიც კიდევ ერთხელ ვიმოგზაურებ. ქალაქი ყოველთვის იცვლება. მეც ვიცვლები. კაფეები, რომლებიც მიყვარდა იცვლიან სახელებსა და ფორმებს, ასევე, მფლობელებს ან გადადიან ქალაქის სხვა მხარეს. მეც მათთან ერთად გადავდივარ” – წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი