ვიდეოები

ორი ქართველი ძაღლი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

მას შემდეგ, რაც ორი ქართველი ძაღლი – 3 წლის წინ დაკარგული ჟორა და სტადიონზე მორბენალი ცუგა – ქართულმა ინტერნეტ-სივრცემ გაიცნო და შეიყვარა, ჯერი მსოფლიოზე დადგა.

BBC-მ და Daily Mail Australia-მ ეს ვიდეოები გააშუქეს, რის შემდეგაც ძალიან მალე ისინი ვირუსულად გადაიქცნენ. ვიდეოებს უკვე მილიონობით ნახვა აქვს.

ეს ძაღლი, სახელად “ჟორა” სამი წლის წინ დაეკარგა პატრონს. მას შემდეგ, აქტიურად თუ პასიურად, ყოველთვის ეძებდნენ, თუმცა მხოლოდ ამჯერად მოახერხეს პოვნა. ბატონ გიორგის, რომელიც ვიდეოს მთავარი გმირია, ოპერის მუშაკებმა დაურეკეს და უთხრეს, რომ ძაღლი, რომელიც ოპერისა და ბალეტის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდება ხოლმე, ძალიან ჰგავს მის მიერ აღწერილს.

საბოლოოდ, ბატონმა გიორგიმ იპოვა ჟორა. ეს ვიდეო ძალიან გულისამაჩუყებელია, სწორედ ამიტომ გახდა ვირუსული.

ჟორასგან განსხვავებით ეს ძაღლი, რომლის სახელიც უცნობია და რომელსაც ქართველი კომენტატორი “ცუგას” ეძახის, არავის დაჰკარგვია. თუმცა, ვიდეო მისი მონაწილეობით ისევე ვირუსული გახდა, როგორიც წინა.

ცუგა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ტორპედო ქუთაისისა და გორის დილის მატჩის დროს შეიჭრა და ფეხბურთელები, სტადიონზე მისული მაყურებლები თუ კომენტატორები ძალიან გაახალისა. საბოლოოდ, ცუგა მეკარემ, როინ კვასხვაძემ მოათვინიერა.

კომენტარები

კომენტარი