კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

ერეკლე დეისაძე: “ბასიანს რომ არბევთ და მერე სტენდს უძღვნით და ამაყობთ”

მომღერალი და მწერალი ერეკლე დეისაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე აფეთქებული საყდრისის გამოფენილ ნაწილებსა და კლუბ “ბასსიანის” სტენდს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“საყდრის რომ ანგრევთ და ნანგრევებს ფრანკფურტში გამოფენთ,
ბასსიანს რომ არბევთ და მერე სტენდს უძღვნით და ამაყობთ,
პოეტს რომ ქურთუკის ფერის გამო სცემენ და დამნაშავეებს ხელს აფარებთ, რადგან მუნდირი არ შეიბღალოს.
ვუყურებ, როგორ პოზირებთ წიგნებთან და ვხედავ, როგორ გიყვართ ლიტერატურა,

გახსოვდეთ, ლიტერატურასაც ძალიან უყვარხართ თქვენ!”

შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრო, რომელიც 2014 წელს აცხადებდა, რომ საყდრისი უძველესი ოქროს მაღარო არ იყო, აფეთქებული საყდრისიდან მოპოვებული არტეფაქტები ფრანკფურტში იმის დასტურად გამოიფინა, რომ საქართველო ოქროს მოპოვების უძველესი კერაა.

გარდა ამისა, მსოფლიო მასშტაბითაა ცნობილი 12-13 მაისის მოვლენები საქართველოში, სადაც კლუბი “ბასსიანი” და კაფე “გალერი” დაარბიეს.

ხოლო, პოეტში, რომელსაც ქურთუკის ფერის გამო სცემეს, ზვიად რატიანი იგულისხმება.

 

კომენტარები

კომენტარი