შემოქმედებითი ინდუსტრიები

შეჯამება: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა – დღე 2

საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების აკა მორჩლაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყო.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ კვირეულში, 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი. ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება.

ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვან თარგმანების კითხვა / პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუცებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე იმართება. კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს აკა მორჩლაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ ყოველდღიურად მასპინძლობენ.

navigate_before
navigate_next

კომენტარები

კომენტარი