საშემსრულებლო ხელოვნება

ხვალ Black Sea Arena-ზე სუხიშვილების კონცერტი ჩატარდება

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” Black Sea Arena-ზე 15 ივლისს კონცერტს გამართავს. კონცერტი ანსამბლის დამაარსებლის, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 110-ე იუბილეს ეძღვნება.

სუხიშვილები მაყურებელს განახლებულ პროგრამას და ახალ ცეკვებს წარუდგენენ. შესრულდება სავიზიტო ბარათად ქცეული ცეკვებიც. ანსამბლი ამ კონცერტით მაყურებელს მომავალი წლის გაზაფხულამდე დაემშვიდობება.

“მეტად მნიშვნელოვანი წარმოდგენა იქნება, რადგან უზარმაზარ და ულამაზეს დარბაზში კონცერტი ისევ უფროსი ილიკო სუხიშვილის ხსოვნას მიეძღვნება, თუმცა, თბილისური კონცერტებისგან განსხვავებით ოდნავ შეცვლილი პროგრამით. წინ გვაქვს დატვირთული თვეები და განსაკუთრებით დატვირთული შემოდგომა. გასტროლებს სექტემბერიდან დავიწყებთ ინდოეთში, ოქტომბერში შეერთებულ შტატებში გავემგზავრებით, ნოემბრის თვეში კი, ისრაელს ვესტუმრებით. შესაბამისად, თბილისში კონცერტის გამართვას ვეღარ მოვასწრებთ და მსურველებმაც აუცილებლად უნდა იჩქარონ კონცერტზე ბილეთის შეძენა”,- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი