კულტურა

ფრანკფურტში სააკაშვილი ბერძენიშვილთან მივიდა და საჯაროდ მოუბოდიშა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მივიდა. როგორც ირკვევა, მან არაერთი ფოტო გადაიღო მწერლებთან, მაგრამ აღსანიშნავია ლევან ბერძენიშვილის სტატუსი, რომლოს თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილმა მას ბოდიში საჯაროდ მოუხადა.

სერიიდან – ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანკფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან “შნურით” მიბმული” – წერს ლევანი.

ლევანის ამ სტატუსს მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა, გააზიარა და დაწერა: “მე გამიხარდებოდა, რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა”

კომენტარები

კომენტარი