ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის (IPA) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებეთა ასოციაციის, თავმჯდომარე გვანცა ჯობავა აირჩიეს.

გენერალურ ასამბლეაზე დამსწრე სხვადასხვა ქვეყნის 76 გამომცემლიდან, 57-მა ხმა საქართველოს, 19-მა კი კონკურენტ, ბრაზილიელ გამომცემელს მისცა.

გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია (IPA), რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გავლენიანი უწყებაა, ლობირებს და აერთიანებს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე 76 ორგანიზაციას. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია IPA-ს წევრი 2007 წელს გახდა.

 

კომენტარები

კომენტარი