არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

პროექტისთვის, რომლის ფარგლებშიც გალავანი შეიღება, 300 ათასი ლარია გამოყოფილი

როგორც ჩვენს მკითხველს მოეხსენება, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, სიღნაღში ციხე-გალავნის შესასვლელის  ნაწილი აღადგინეს და შეღებეს.

როგორც “არტნიუსს” სიღნაღის მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განუცხადა, ამჟამდინელი ფერი არც მათთვისაა მისაღები.

თუმცა, რაც შეეხება ნებართვას მემკვიდრეობის სააგენტოსგან, მადონას თქმით, ნებართბის მიღების საჭიროება არ დამდგარა, რადგან ისინი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს არ შეჰხებიან და გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან კედელი ასე გალესილი და მისი მხოლოდ ნაწილობრივი აღდგენა მოხდა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიღნაღის ციხე-გალავანთან დაკავშირებით განცხადება უკვე აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მომხდარი უხეში დარღვევაა და საქმეზე აღძრულია ადმინისტრაციული მოკვლევა, რომელიც 15 ათას ლარიან ჯარიმას გულისხმობს.

როგორც იბერიის გადაცემიდან “ბიზნესკოდი” ირკვევა, სიღნაღის არქიტექტურის სამსახურიდან ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც გალავნის ნაწილობრივი რესტავრაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ზონის კეთილმოწყობა უნდა მომხდარიყო, 300 ათასი ლარი ჯდება.

კომენტარები

კომენტარი