კულტურა ლიტერატურა

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა – დღე 1

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნა.

საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის გახსნის ცერემონიალი 9 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ოფიციალური გახსნის შემდეგ გაიმართა.

პავილიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად გახსნეს. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით გაიხსნა.

საპატიო სტუმარი ქვეყნის კვირეულის ლიტერატურული პროგრამა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე პროექტის ლიტერატურული სპიკერების აკა მორჩლაძისა და ნინო ხარატიშვილის გამოსვლით დაიწყო.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მხოლოდ კვირეულში, 72 ქართველი ავტორის 350 ლიტერატურული ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველის წინაშე 33 ჟანრობრივად მრავალფეროვანი სერიით წარდგება.

ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების გერმანულენოვან თარგმანების კითხვა / პრეზენტაციები საქართველოს პავილიონში, ბაზრობის სხვადასხვა სივრცესა და სცენაზე და ფრანკფურტის ლიტერატურულ ინსტიტუცებსა და კაფე-სალონებში, ბიბლიოთეკებსა და წიგნის მაღაზიებში, ყველა მნიშნელოვან ლიტერატურულ ფესტივალზე იმართება.

კვირეულის განმავლობაში, ქართველ ავტორებს აკა მორჩლაძეს, ნინო ხარატიშვილს, ლაშა ბუღძესა და ნანა ექვთიმიშვილს მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლიტერატურულ პლატფორმაზე „Das Blaue Sofa“ ყოველდღიურად მასპინძლობენ.

Image may contain: 2 people, people sitting, table, shoes and outdoor

Image may contain: 2 people, people sitting

Image may contain: 3 people, people sitting and people standing

Image may contain: one or more people and people sitting

Image may contain: 2 people

Image may contain: 6 people, people smiling, people standing

Image may contain: 3 people, people standing and beard

Image may contain: one or more people, people sitting and indoor

Image may contain: one or more people, people standing and indoor

Image may contain: 2 people, people smiling, beard

კომენტარები

კომენტარი