კულტურა

გირჩი: 20 ოქტომბერს დედაენის ბაღში ხალხს მარიხუანის ყიდვა და მოხმარება შეეძლება

ფესტივალი უნდა მოვაწყოთ და ქვეყნის რეალობაში ასეთი დღე უნდა დამკვიდრდეს, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამპირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღისთემა“.

„მარიხუანას მოხმარების უფლება საკონსტიტუციო სასამართლომ დაგვიბრუნა და ამ რეალობაში ჩვენი უფლების რეალიზაცია ჩვენ თვითონ უნდა მოვახდინოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, ეს ფესტივალი საზოგადოებას, მათ შორის, შეშინებულ ნაწილს ყველაზე ნათლად აჩვენებს, რაზეა საუბარი, ასე გავეშებით რას ვებრძვით და ასეთ დროს სწორი გამოსავალი რა იქნება.

კომენტარები

კომენტარი