კულტურა

ენმ: “ქართული ენის ცოდნის გარეშე არ გაიცეს მუდმივი ცხოვრების ნებართვა”

საპარლამენტო ფრაქცია ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის ინიციავიტით გამოდის:

„ინიციატივის მიზანია გაამკაცროს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესი. მხოლოდ 6 წლის განმავლობაში დროებითი ნებართვის საფუძველზე ცხოვრება არ უნდა იყოს მუდმივი ცხოვრების ნებართვის საკმარისი პირობა. დამატებითი მოთხოვნების სახით, აუცილებლად მიგვაჩნია სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის პირველ მოსმენას ,,დარგობრივი ეკომონიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა” მხარი დაუჭირა. კენჭისყრა მომდევნო სხდომაზეა დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი