კულტურა ლიტერატურა

ნიკა მაჭუტაძე მორჩილაძეზე: “არის მის წინადადებებში რეზონი, მაგრამ აკლია მონუმენტურობა”

ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელმა, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ნიკა მაჭუტაძემ აკა მორჩილაძის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოთქმული სიტყვა შეაფასა და განაცხადა, რომ აკლია მონუმეტურობა, – ამის შესახებ იგი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

“აკა მორჩილაძის სიტყვა წავიკითხე, ფრანკფურტში წარმოთქმული.

არის მის წინადადებებში რეზონი, რომელიც გამოდის საქართველოდან და ქართული ლიტერატურიდან, მაგრამ აკლია მონუმენტურობა, არამხოლოდ არტიკულაციაში, არამედ აღქმაში, უპირველესად.

დამრჩა მძიმე შთაბეჭდილება, რომ ჩვენ (ან, მინიმუმ, სპიკერი) ვერ აღვიქვამთ ვერც ჩვენს ქვეყანას და ვერც ჩვენს დიდ ლიტერატურას.

ყველა ნაციონალურ მწერლობას გამოარჩევს მისი სათქმელი, ის სულისკვეთება, რომლითაც იქმნება მწერლობა თავისი დარგებით და არ მითხრათ ახლა, ეგ მოძველებულია, სინამდვილეში არანაირი ნაციონალური მწერლობა არ არსებობსო.

ჩვენი მწერლობა ჩვენი ვინაობის მთავარი კომპონენტთაგანია და მას სჭირდება არა ზედაპირული გაგება და გადაცემა, არამედ მთავარი სათქმელის გავრცელება.”

კომენტარები

კომენტარი