საშემსრულებლო ხელოვნება

,,ნიუ-იორკ ტაიმსი” ნინო სურგულაძის შესახებ

გამოცემა ,,ნიუ-იორკ ტაიმსი” ვერდის ფესტივალის შესახებ წერს. სტატიაში აღინიშნა, რომ ნინო სურგულაძის მიერ შესრულებული აზუჩენას პარტია, დამატყვევებელი იყო.

,,ფუფუნებაა გყავდეს ნინო სურგულაძე აზუჩენას როლში. ამასთან, უილსონმა მოუვლელი და მოხუცი ბოშა გარდაქმნა ფიფქიის დედინაცვლად და მომღერლის ფიგურასა და წარმოსადეგობას გაუსვა ხაზი. ეს კონტრასტი შოკს მოჰგვრიდა დადგმის შესახებ ყველაზე თავშეკავებული აზრის მქონე ადამიანსაც კი. ვოკალურად იგი უნაკლო იყო, სრულიად განსხვავებული იმ გაცრეცილი და უკვე არცთუ სუფთა ხმის პატრონი მომღერლებისგან, რომლებიც ჩვეულებრივ გვესმის ხოლმე აზუჩენას როლში. ამის საპირისპიროდ, სურგულაძის მიერ ნაჩვენებმა ახალგაზრდობამ პეწი შეჰმატა მის ნამუშევარს. იგი უნაკლო იყო მთელს ტესიტურაში და განსაკუთრებით შთამბეჭდავი “C’est la qu’ils l’ont trainée” მონათხრობსა და ციხის საკნის სცენაში, რომელშიც უილსონისეული სტატიზმი და სიმღერის დრამატიზმი ერთდროულად სულის შემაშფოთებელიც იყო და მიმზიდველიც. დიდებული გამოსვლა!” – ხავიერ დელ ოლივო, Platea Magazine

 

საოპერო ფესტივალი, ყოველწლიურად, იტალიის ქალაქ პარმაში თარდება. წელს ის ვერდის 205 წლის იუბილეს მიეძღვნა.

კომენტარები

კომენტარი