ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

ხატია ბუნიათიშვილის საოცარი შესრულება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეული და საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონი ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

ქართული პროგრამა პავილიონში ცნობილი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით დაიწყო.

გახსნაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა.

“უცხოელი პარტნიორები გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ გახსნის ასეთი ცერემონიალი სამაგალითოა. საქართველომ, მართლაც, ისე წარმოადგინა თავი, როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ხალხს. ვფიქრობთ, დანარჩენი დღეებიც ასეთივე წარმატებით ჩაივლის” – ამბობს მიხეილ ბატიაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი