ვიდეოები საშემსრულებლო ხელოვნება

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის „შენი ხმა” ვიდეორგოლი

ვიდეორგოლი პირველი არხის რეჟისორმა კახა ბუხრაშვილმა გადაიღო. მას ეკუთვნის კლიპის კონცეფციაც.

ასევე, გადაღებაზე მუშაობდა პირველი არხის ვიზუალური სამსახურის ჯგუფი. თამარ ედილაშვილისიმიჯზე იზა ნადარეიშვილმა იზრუნა.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერა „შენი ხმა” კონკურსის შედეგად, 22 კომპოზიციას შორის, შეირჩა.

ჟიურის წევრები იყვნენ: დავით ევგენიძე – კომპოზიტორი, სოფო ხალვაში – მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი – მომღერალი, ზაზა ორაშვილი – რეჟისორი, მანანა მორჩილაძე – ვოკალის პედაგოგი და ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის პროექტების განვითარების სამსახურის უფროსი.

სიმღერის ავტორია სოფო ტოროშელიძე, ტექსტის ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

2018 წლის საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-16 სიმღერის კონკურსს ბელარუსი მასპინძლობს. მასშტაბური შოუ მინსკში 25 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი