ვიდეოები კინო

ანდრეი ტარკოვსკის რჩევა ახალგაზრდებს

ანდრეი ტარკოვსკი – რუსი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი და მსახიობი, მსოფლიო კინემატოგრაფიის უდიდესი მოვლენაა. მისი ფილმები ფილოსოფიური, მისტიკურ-მეტაფიზიკური თემატიკითა და იდეოლოგიითაა დატვირთული. რეჟისორს ერთ-ერთმა ცნობილმა ბრიტანელმა კინოპროდიუსერმა ,,კინემატოგრაფიის ღმერთიც” კი უწოდა.

ამ პატარა ვიდეოში რეჟისორი მნიშვნელოვან რჩევას აძლევს ახალგაზრდებს:

,,მე მხოლოდ იმას ვეტყოდი ახალგაზრდებს, რომ უნდა შეძლონ მარტოობა. უნდა უყვარდეთ საკუთარ თავთან განმარტოება. ვფიქრობ, დღევანდელი ახალგაზრდობის უბედურება ის არის, რომ ისინი მიელტვიან  რაღაც ხმაურიანი, ზოგჯერ აგრესიული ქმედებების საფუძველზე გაერთიანებას. გაერთიანების ასეთ სურვილს კი იწვევს მარტო დარჩენის შიში, შიში იმისა, რომ თავს მარტოსულად იგრძნობენ – ეს, ჩემი აზრით, საკმაოდ არასასიამოვნო სიმპტომია. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ისწავლოს საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენა. ეს არ ნიშნავს მარტოსულობას, ეს ნიშნავს მარტო ყოფნაში არმოწყენას. ჩემი წარმოდგენით, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავთან დარჩენილი, მარტოობის გამო მოიწყენს, მორალური თვალსაზრისით, დიდი საფრთხის წინაშეა” – ამბობს რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი