ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

როგორ განადგურდა ბენქსის ნახატი ლონდონის სოთბის აუქციონზე? (ვიდეო)

ბრი­ტა­ნე­ლი ქუ­ჩის მხატ­ვა­რი ბენ­ქსი, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია სა­კუ­თა­რი ტრი­უ­კე­ბით, ამ­ჯე­რა­დაც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

პა­რას­კევს მისი ნა­ხა­ტი “გოგონა ბუშტით” ლონ­დონ­ში, სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 1.4 მლნ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ტი­ლო­ზე ცნო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო, გუ­ლის ფორ­მის ბუშ­ტით.

გა­ყიდ­ვი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ნა­ხატ­მა „სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნად­გუ­რე­ბა“ და­ი­წყო – რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჩარ­ჩო­ში ხე­ლო­ვან­მა შრე­დე­რი (ქა­ღალ­დის გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი) ჩას­ვა.

აუქ­ცი­ო­ნის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, შრე­დე­რის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცოდ­ნენ.

ამას­თან, არა­ვინ ამ­ბობდა, რო­გორ ამოქ­მედ­და მო­წყო­ბი­ლო­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, ნა­ხა­ტის გა­ყიდ­ვის­თა­ნა­ვე. მთელი დღის განმავლობაში საზოგადოება ცდილობდა გაერკვია რა მოხდა და ვინ იყო დამნაშავე. ცოტა ხნის შემდეგ კი ბენქსიმ თავის Instagram-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც თქვა, რომ ქაღალდის გამანადგურებელი აპარატი რამდენიმე წლის წინ თავად ჩაამაგრა ნახატში და როგორც თვითონ ამბობს, „იმ შემთხვევისთვის, თუ ოდესმე ნამუშევარს აუქციონზე გაიტანდნენ“.

მისტიკურმა მხატვარმა აღიარებით პოსტს, პიკასოს ციტატაც მიაწერა: „განადგურებისკენ სწრაფვაც შემოქმედებითი სურვილია“.

კომენტარები

კომენტარი